Rammstein-ის ახალმა ვიდეორგოლმა საზოგადოების ნაწილი აღაშფოთა

31 March, 2019   3 კვირის 1 დღის წინ
160

გერმანულმა ჯგუფმა Rammstein-მა თითქმის 10-წლიანი პაუზის შემდეგ ახალ სიმღერაზე ვიდეორგოლი გამოუშვა და ის მალევე გაეხვია კრიტიკის ქარცეცხლში. სიმღერას ჰქვია Deutschland (გერმანია) და ის გერმანიის ისტორიას ეხება. 

ვიდეორგოლის პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე, სოციალურ ქსელში თიზერი გამოქვეყნდა. ერთ ნაწილში ჯგუფის წევრებს ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეების ფორმა აცვიათ და კისერზე ყულფები აქვთ ჩამოცმული. ერთ-ერთ წევრს დავითის ყვითელი ვარსკვლავიც უკეთია, რომელსაც ნაცისტურ გერმანიაში ჰოლოკოსტის დროს ებრაელების იდენტიფიცირებისთვის იყენებდნენ. გერმანიაში ანტისემიტიზმთან ბრძოლაში უფლებამოსილი ფელიქს კლაიანი და ებრაელთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარე შარლოტა კონბლოჰი აცხადებდნენ, რომ ჯგუფმა „წითელ ზღვარს გადააბიჯა“. Rammstein-ს ჰოლოკოსტის კომერციალიზაციასა და ნაცისტების მიმართ სიმპათიაში ადანაშაულებდნენ. 

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერი ემანუელ ნაჰშონი Twitter-ზე წერს, რომ ჯგუფმა ებრაელების ტრაგედია გასართობად გამოიყენა, რაც დიდი სირცხვილია. 

"ვუერთდებით ადამიანებს, რომლებიც კლიპის სასწრაფოდ წაშლას მოითხოვენ"- წერს ნაჰშონი.