ალიევმა და ფაშინიანმა შეხვედრა უკომენტაროდ დატოვეს

2019-03-29 19:30:22
443

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ვენაში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე სასაუბროდ ერთმანეთს ვენაში შეხვდნენ.

დახურულ კარს მიღმა სულ მცირე, სამსაათიანი საუბრის დასრულების შემდეგ საჯარო კომენტარი არც ერთ ლიდერს არ გაუკეთებია.

ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრას თავდაპირველად აშშ-ის, რუსეთის და საფრანგეთის, ე.წ. ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამის შემდეგ ნიკოლა ფაშინიანი და ილჰამ ალიევი ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ.

მედია ელის, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი კომენტარს დღის ბოლოს, ავსტრიაში სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.

ცნობისთვის: ალიევი და ფაშინიანი ერთმანეთს 22 იანვარს დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდნენ.