"რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი ირანის საელჩოში არ შეუშვეს

2019-03-29 14:19:33
166

“რადიო თავისუფლება” ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში არ შეუშვეს, სადაც ელჩმა სასაუბროდ ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტური ჯგუფების წარმომადგენლები შეიყვანა, რომლებიც ირანის საელჩოსთან მართავდნენ აქციას,- იუწყება „რადიო თავისუფლება“.

გურამ ფალავანდიშვილის, ხათუნა მაჭავარიანის, ლევან ჩაჩუას, გურამ ქართველიშვილისა და დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ ორგანიზებული აქცია მიზნად ისახავდა ირანელი რეპერის, ამირ თათალუს ქმედებებისა და გამონათქვამების გაპროტესტებას.

ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტური ჯგუფების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ირანელმა რეპერმა 24 მარტს თბილისში, ფილარმონიის „ივენთ ჰოლში“ ქართველებისა და საქართველოს შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა.

აქციის ორგანიზატორები საელჩოში ელჩთან შესახვედრად შეიყვანეს. შეუშვეს ასევე მედიაც, გარდა „რადიო თავისუფლების“.