ნაზრანის მერიაში უცნობმა სამი პირი დაჭრა

2019-03-29 12:42:08
168

რამდენიმე უცნობი მამაკაცი ქალაქ ნაზრანის (ინგუშეთი) მერიის შენობაში შეაღწია და ტრავმატული პისტოლეტებიდან გასროლით სამი ადამიანი დაჭრა,– იუწყება „ინტერფაქსი“ საკუტარ წყაროებზე დაყრდნობით.

მისივე მონაცემებით, ერთ–ერთი დაჭრილი ნაზრანის მერის ვაჟია, დანარჩენები – მისი დაცვის წევრი და რიგითი მოქალაქე.

თავდამსხმელები ადგილიდან პოზიციის გამოჩენამდე მიიმალნენ.

მომხდარის მიზეზები ჯერ–ჯერობით უცნობია. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.