საქართველო–ირლანდიის მატჩზე მომხდარი ინციდენტის გამო UEFA–მ საქმე აღძრა

2019-03-29 10:48:35
668

ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ტურის ფარგლებში გამართულ საქართველო–ირლანდიის მატჩზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით UEFA–მ ირლანდიის საფეხბურთო ასოციაციის მიმართ საქმე აღძრა. ამის შესახებ ევროპული ორგანიზაციის ვებ–გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

D ჯგუფის შეხვედრა, რომელიც 26 მარტს დუბლინში გაიმართა, მასპინძლების სასარგებლოდ, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

საქმე, რომელიც გულშემატკივრების მიერ ტრიბუნებიდან უცხო საგნების სროლასთან დაკავშირებით აღიძრა, 16 მაისს იქნება განხილული.

შეხვედრა შეაჩერეს, როცა ირლანდიის ნაკრების ფანატებმა მოედანზე საჩოგბურთო ბურთების სროლა დაიწყეს. ამ ქმედებით ისინი სპორტულ ჩინოსან ჯონ დელანის უპირისპირდებოდნენ, რომელმაც გასულ კვირას ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა, თუმცა ორგანიზაციის სტრუქტურაში სპეციალურად მისთვის შექმნილ თანამდებობაზე – აღმასრულებელ ვიცე–პრეზიდენტად დარჩა.