ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

2019-03-27 13:32:26
145

მსოფლიოს უძლიერესი მძიმეწონოსანი ძიუდოისტი - გურამ თუშიშვილი უახლოესი ორი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღებას. შესაბამისი გადაწყვეტილება  ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მიიღო.

როგორც საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში აცხადებენ, აღნიშნულის მიზეზი გახდა 2018 წელს გურამ თუშიშვილის მონაწილეობა ყაზახეთში გამართულ კურაშის (ჭიდაობის სახეობა) მსოფლიოს ჩემპიონატზე. 

“ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ახალი დებულების მიხედვით, ძიუდოისტებს, რომლებიც არიან ძიუდოს საერთაშორისო რეიტინგში ეკრძალებათ სპორტის სხვა ძალისმიერ სახეობებში მონაწილეობა. თუშიშვილმა ორთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, რომლის ათვლა 25 მარტიდან დაიწყება”, – აცხადებენ საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში.