„TV პირველზე" ზეწოლისთვის წერილს ვ.წ.–ს გაუგზავნიდნენ, ისიც ჩემი მეზობელია“

2019-03-22 21:08:06
255

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ წერილი, რომელიც “TBC ბანკის” დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის თქმით, შს მინისტრისგან მიიღო და მუქარის შემცევლ ტექსტს შეიცავდა, მას არ დაუწერია.

ამასთან მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, თუ რატომ არ შეიძლება იმის დაშვება, რომ ამ გზით ვიღაც შეიძლება, ტელეკომპანია „პირველზე“ ზემოქმედებდეს, რადგან TBC–სსაქმეში TV “პირველის” დამფუძნებლის – ვახტანგ წერეთლის გვარიც ფიგურირებს, განაცხადა, რომ მაშინ “წერილს” არა ხაზარაძეს, არამედ წერეთელს მისწერდნენ:

“რეალურად, მაშინ ამ წერილს მამუკა ხაზარაძეს კი არ გუაგზავნიდნენ, გაუგზავნიდნენ ვ.წ-ს, ისიც ჩემი მეზობელია. როგორც ჩანს, მომიწევს ამ კორპუსიდან გადასვლა” – ამბობს გახარია.