საქართველოს მთავრობამ კოსოვოს დელეგაციას ქვეყანაში უვიზოდ შემოსვლის ნება დართო

2019-03-20 21:11:01
183

ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატში მონაწილე კოსოვოს დელეგაციას საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის უფლება მიეცემა. ამ მიზნით მთავრობის განკარგულება გამოიცა, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს.

შეჯიბრი ბათუმში 3-13 აპრილს იმართება.

„განკარგულებაში მითითებულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა და მათი ძალოსნობაში 2019 წლის ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება არ ნიშნავს საქართველოს მხრიდან კოსოვოს რაიმე ფორმით აღიარებას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

კოსოვოსთვის მსგავსი გამონაკლისები საქართველოში ჩატარებული სხვა სპორტული ღონისძიებების დროსაც იყო დაშვებული.