საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი ანგარიშით 22:6 დაამარცხა

2019-03-17 17:55:06
280

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში, რუსეთის ფედერაციის ნაკრები ანგარიშით 22:6 დაამარცხა. წლევანდელ „რაგბი ევროპაზე“ "ბორჯღალოსნებმა" ხუთივე მატჩი მოიგეს რაგბი ევროპის გამარჯვებულებიც გახდნენ.

მატჩი კრასნოდარში, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყო და პირველი ტაიმი „ბორჯღალოსნებმა“ 10:3 მოიგო. მეორე ტაიმში ქართველმა მორაგბეებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და საბოლოო ანგარიში 22:6 დააფიქსირეს.