ტოივო კლაარი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა

2019-03-15 20:24:39
110

ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივან ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, კონფლიქტურ ზონებში არსებულ ვითარებას, ასევე არსებული გამოწვევების ერთობლივი ძალისხმევით გადაჭრის გზებს. ტოივო კლაარმა ირაკლი ღარიბაშვილს ახალ პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

„ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ადრეც შევხვედრივარ, როდესაც ის პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინიტრის პოსტს იკავებდა. მოხარული ვარ მასთან შეხვედრით. მე მას მივულოცე ახალ პოზიციაზე დანიშვნა. შეხვედრაზე ფართოდ განვიხილეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ჩემი მოვალეობები და ის ვითარება, რაც კონფლიქტების მიმართულებით არსებობს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი თანამშრომლობა. ჩემი, როგორც ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარის მოვალეობა არის დიალოგის უზრუნველყოფა და დახმარება კონფლიქტების გადაწყვეტის პროცესში“, - განაცხადა კლაარმა.