"ვცდილობთ, გამოვნახოთ კომპრომისი დამფინანსებლებს, "ანაკლიის კონსორციუმსა" და სახელმწიფოს შორის"

2019-03-15 19:08:31
83

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს, გამონახოს კომპრომისი დამფინანსებლებს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა“ და სახელმწიფოს შორის.

“მთავრობის დამოკიდებულება არის ყოველთვის მხარდამჭერი და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, გამოვძებნოთ კომპრომისი, ის შესაძლებლობები, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ამა თუ იმ პროექტის განხორციელებას დავეხმაროთ. თუმცა ამასთან ერთად, ჩვენი ვალია, პირველ რიგში, სახელმწიფოს ინტერესები დავიცვათ და შემდეგ ვიფიქროთ კერძო, კონკრეტული ინვესტორის ინტერესებზე. ასე რომ, ამ შემთხვევაში ჩვენ ვცდილობთ, რომ გამოვნახოთ კომპრომისი დამფინანსებლებს, კონსორციუმსა და სახელმწიფოს შორის და ვიმუშაოთ ამ პროექტის განხორციელებაზე, თუმცა ვერც ჩვენ ვერ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საზიანო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და მოქალაქეებისთვის”, - განცახადა მაია ცქიტიშვილმა.