ბრიტანეთის საელჩო – ირაკლი კვარაცხელიას საქმეზე „მომხდარის განმარტება მხოლოდ რუსეთს შეუძლია“

2019-03-15 18:57:26
132

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო გალის ოკუპირებულ რაიონში ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ „მომხდარის განმარტება მხოლოდ რუსეთს შეუძლია“. 

„ვწუხვართ აფხაზეთში რუსულ ობიექტზე დაკავებული ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს. მომხდარზე განმარტების გაკეთება მხოლოდ რუსეთს შეუძლია. ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების არშეშვება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ასეთ ტრაგედიებს შესაძლებელს ხდის“,– ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.