ეუთო-ს წარმომადგენელმა სალომე ზურაბიშვილს აფხაზების მიერ გამოგზავნილი ღვინო გადასცა

2019-03-15 18:13:06
314

ეუთო-ს წარმომადგენელმა რუდოლფ მიხალკამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აფხაზების მიერ გამოგზავნილი ღვინო გადასცა. ამის შესახებ „ტვიტერში“ პირად გვერდზე თავად სალომე ზურაბიშვილი წერს.

„ამ საჩუქრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მაშინ, როდესაც თითქმის ყველა კონტაქტი კონფლიქტის ზონასთან გაყინულია“, – აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.