ტრამპი საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შესახებ სენატის რეზოლუციისთვის ვეტოს დადებას გეგმავს

2019-03-15 17:00:54
106

აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, იგი საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შესახებ სენატის რეზოლუციას ვეტოს დაადებს.

"ველოდები, როდის დავადებ ვეტოს დემოკრატების მიერ შთაგონებულ რეზოლუციას, რომელიც საზღვრებს გახსნის, კრიმინალს, ნარკოტიკებს და ტრეფიკინგს კი გაზრდის“, – წერს ტრამპი „ტვიტერში“ პირად გვერდზე.

ცნობისთვის: დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც კონგრესმა მის მიერ სასაზღვრო კედლის ასაშენებლად მოთხოვნილი 5.4 მლრდ აშშ დოლარის ნაცვლად, არსებული კედლის გასაგრძელებლად მხოლოდ 1.4 მლრდ აშშ დოლარი შეიტანა ბიუჯეტში.

საგანგებო მდგომარეობა პრეზიდენტს საშუალებას აძლევს, სასაზღვო კედლის მშენებლობისათვის თანხები სხვადასხვა ფონდებიდან გამოიყენოს.