რუსეთი უკრაინას ყირიმის გამო კომპენსაციას სთხოვს

2019-03-15 16:25:04
247

ევროკავშირმა ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის გამო რუსეთის რვა მოქალაქეს სანქციები დაუწესა.

„შავ სიაში“ მოხვდნენ რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის მეთაური, ანექსირებული ყირიმის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს ე.წ. უფროსი და კიდევ ექვსი სამხედრო.

ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, აღნიშნული პირები პასუხისმგებლები არიან ქერჩის სრუტესა და აზოვის ზღვაში ვითარების ესკალაციასა და რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე.

სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების საპასუოდ  მოსკოვი „ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში ყოფნისთვის“ კომპენსაციას ითხოვს.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, შესაბამისი მოთხოვნა ევროპარლამენტის სტრუქტურებს წარედგინებათ:

„ევროპარლამენტის სტრუქტურების დახმარებით დავავალდებულებთ უკრაინას, გადაიხადოს კომპენსაცია იმ 25 წლის გამო, რა პერიოდშიც ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში იყო“.