საქართველოში ამინდი გაუარესდება

2019-03-15 15:51:05
428

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17-18 მარტს მოსალოდნელია წვიმა,  იქროლებს ძლიერი ქარი. 

ამასთან,  სინოპტიკოსები შავ ზღვაზე 3-4-ბალიან ღელვას ელიან. 

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან ზონებში - თოვლის ზვავების ფორმირება, ზოგან მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, -ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.