ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია: „დიდ ხურვალეთში ბორდერიზაციის ახალი ნიშნები არ შეიმჩნევა“

2019-03-15 15:40:43
300

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ერიკ ჰოგის განცხადებით, დიდ ხურვალეთში ბორდერიზაციის ახალი ნიშნები არ შეიმჩნევა.

"ამჟამად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჯგუფები დიდ ხურვალეთში პატრულირებენ. ბორდერიზაციის არანაირი ახალი ნიშნები არ შეინიშნება. ადგილზე არიან უსაფრთხოების წარმომაგენლები, თუმცა ჩვენ ინციდენტები არ დაგვიფიქსირებია. ყველა მექანიზმი, მათ შორის „ცხელი ხაზიც“ ფუნქციონირებს ეფექტიანი კომუნიკაციისთვის",– წერს ჰოგი „ტვიტერში“ პირად გვერდზე.

"ანტისაოკუპაციო მოძრაობამ" დღეს ხურვალეთის მკვდრთა ნაწილზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობები რუსი ოკუპანტების მიერ გორის მუნიციპალიტეტის ნაწილობრივ ოკუპირებული სოფელ ხურვალეთის ბოლოს დაკავების შესახებ. 

მისივე  ინფორმაციით, შეირაღებულმა ოკუპანტებმა მოქალაქეების ეზოები  დაიკავეს და ერთ–ერთ ლოკაციაზე საგუშაგო კოშკიც განათავსეს. 

"სამამდე ოკუპანტს ყოველდღე ვხედავთ, მაგრამ დღეს ათეულობით შემოვიდნენ. ამდენი დღემდე არასდროს გვინახავს" - აცხადებენ ადგილობრივი მოსახლეები.