სომხეთმა უშიშროების საბჭოს მთიან ყარაბაღთან ერთობლივი სხდომა ჩაატარა

2019-03-15 14:20:08
208

პირველად კონფლიქტის შემდგომ ისტორიაში, სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მთიან ყარაბაღში პირველად ჩატარდა, თანაც ყარაბაღის უშიშროების საბჭოსთან ერთობლივად.

სომხური მედია და საექსპერტო წრეები ერევნის ამ გადაწყვეტილებას აზერბაიჯანში გამართულ ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს უკავშირებენ და თვლიან, რომ ამ გზით ერევანმა ბაქოს პასუხი გასცა.

თავის მხრივ, სომხეთის ხელისუფლებამ უშიშროების საბჭოების ერთობლივ სხდომასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი დღეს გააკეთა. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინიტრმა ზოგრაბ მნაცაკანიანმა განაცხადა, ერთობლივი სხდომის ჩატარება ერევანს სტეპანაკერტის სახელით საუბრის უფლებას არ ანიჭებს.

"ჩვენ მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებასთან ურთიერთქმედების სხვადასხვა ფორმატები გაგვაჩნია და ისინი იქნება გამოყენებული", – აღნიშნა მან.

ამასთან, მნაცაკანიანის განცხადებით, სომხეთი არ ამბობს უარს ყარაბაღის პრობლემების მოსაგვარებლად მიმდინარე მოლაპარაკებებში საკუთარ როლზე და ამ რეგიონის უსაფრთხოების ერთადერთ გარანტად რჩება.

"ჩვენ შეიძლება, გაგვაჩნდეს მიდგომები, რომლებიც არცახში ჩვენს პარტნიორებთან განხილვისა და მოლაპარაკებების საგნად იქცევა. ეს სრულიად ნორმალური მოვლენაა", – დასძინა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.