ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ზოლთან იმყოფებდა

2019-03-15 13:50:53
433

ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს საოკუპაციო ზოლთან, სოფელ ოძისში იმყოფებოდა და საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

როგორც დიპლომატმა განაცხადა, ვანუატუ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ყოველთვის აღიარებდა, თუმცა 2011 წელს  „ერთი კონკრეტული მინისტრი გარკვეული პირების ზეგავლენის ქვეშ აღმოჩნდა და  განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა“.

„ვანუატუ ყოველთვის აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, 2011 წელს გვყავდა ერთი მინისტრი, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა. ჩემი აზრით, ის გარკვეული პირების ზეგავლენის ქვეშ მოექცა და აღიარა ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ამ ფაქტის შემდეგ ვანუატუმ დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოსთან და აღიარება გაიწვია,“ - განაცხადა რალფ რეგენვანუსმა.

ცნობისთვის: ვანუატუმ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები 2011 წელს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, თუმცა შემდეგ აღიარება უკან გაიწვია.