"საპარტნიორო ფონდის სუბორდინირებული სესხის არც ერთი თეთრი არაა ათვისებული"

2019-03-15 13:39:42
87

საპარტნიორო ფონდის სუბორდინირებული სესხის არც ერთი თეთრი არაა ათვისებული, - ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორმა ლევან ახვლედიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ თანხის ათვისება ხდება მხოლოდ ბანკებთან ფინანსური დახურვის შემდგომ, ისიც გარკვეული პირობებით.

„ეს არის სუბორდირებული სესხი, რომელსაც პროექტი გაისტუმრებს დროთა განმავლობაში. ამჟამად თანხები სრულად მობილიზებულია, ბანკებიდან უნდა მივიღოთ 400 მლნ დოლარი, 100 მლნ საპარტნიორო ფონდიდან. დანარჩენი 120 მლნ-დან 70 უკვე ინვესტირებულია პროექტში“, - განაცხადა ახვლედიანმა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გუნდი სასტუმრო „რედისონში“ ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება და აცნობა ინფორმაციას ჩატარებული სამუშაოების, მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.