"ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ნაწილს სტატუსი არ ეცვლება"

2019-03-15 12:18:57
72

თბილისის მერი კახა კალაძე ირწმუნება, რომ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ნაწილს სტატუსი არ ეცვლება

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ბოტანიკურ ბაღში 14 500 კვ.მ ტერიტორიას რეკრეაციული ზონა 1–ის სტატუსი ექნება და რეკრეაციული ზონა 2 არ გახდება“.

„რბილად რომ ვთქვათ, ეს არასწორი ინფორმაციაა. შეცდომაში შეგიყვანათ ოპოზიციამ „რუსთავი 2“. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. გაჟღერებული იყო, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი [პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე] აპირებდა რაიმე მშენებლობას. რბილად რომ ვთქვათ, ეს არის არასწორი ინფორმაცია. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ბიძინა ივანიშვილს ამ ტერიტორიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ბიძინა ივანიშვილსეს ტერიტორია რომ ესაზღვრება, არ ნიშნავს, რომ მესაკუთრეა", - განაცხადა მერმა.

ცნობისთვის: რ2–ის ინფორმაციით, საკრებულოს დეპუტატებმა შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ 15 ათასამდე კვ.მ. ფართობს, რომელიც სადღეისოდ ბოტანიკური ბაღის საკუთრებაა და ბიძინა ივანიშვილის სასახლეს ემიჯნება, სტატუსი ეცვლება, რაც ტერიტორიაზე მშენებლობის საშუალებას იძლევა.

დეპუტატებს დედაქალაქის გენგეგმაში შეტანილი ცვლილებები უჩენთ ეჭვს, რომ მომავალში ბოტანიკური ბაღის ნაწილი შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილმა მიისაკუთროს.