სამების ტაძარში დღეს აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება

2019-03-15 08:09:58
96

სამების საკათედრო ტაძარში დღეს, აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, 1990-იან წლებში, აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 12 პირია ამოცნობილი. იდენტიფიცირებულთა შორის შვიდი მებრძოლი (გოჩა გიორგაძე, ზურაბ ნადარეიშვილი, თამაზ ტყეშელაშვილი, ალექსი ბერაძე, გივი მანაგაძე, აკაკი მანაგაძე და კახი ბზიკაძე), ერთი მოხალისე (მიხეილ ქაჯაია) და ოთხი მშვიდობიანი მოქალაქეა (ჯულიეტა გულუა, მიხეილ გულუა, მურთაზ გოგია, ალექსანდრა ბეჭვაია-უნგიაძე). 

 სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში 17.00 საათიდან დაიწყება.

ცნობისთვის: პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე იდენტიფიცირებულია 163 პირი (121- დაკარგულ პირთა ქართული სიიდან, 42- აფხაზურიდან).