ამერიკელმა დიპლომატებმა ვენესუელა დატოვეს

2019-03-14 22:52:43
213

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, ამერიკელმა დიპლომატებმა ვენესუელა დატოვეს.

„ამერიკელი დიპლომატები მისიას სხვა ადგილებიდან განაგრძობენ, საიდანც ისინი ვენესუელელ ხალხს ასევე დაეხმარებიან ჰუმანიტარული ტვირთების მართვაში და განაგრძობენ დემოკრატი მოღვაწეების მხარდაჭერას, რომლებიც უშიშრად უწევენ წინააღმდეგობას ტირანიას... ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ჩვენი დიპლომატიური ყოფნის განახლებას, როგორც კი მოხდება ხელისუფლების დემოკრატიულად გადაცემა“ , - ნათქვამია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

12 მარტს ვენესუელას საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკელ დიპლომატებს ქვეყნის 72 საათის განმავლობაში დატოვებისკენ მოუწოდა.