ეკატერინე გალდავა:"დამატებით 60-მდე სოფელში წყლის ინფრასტრუქტურის პროექტების დაწყებას ვგეგმავთ"

2019-03-14 21:12:24
167

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის ეკატერინე გალდავას განცხადებით, დამატებით 60-ზე მეტ სოფელში ახალი პროექტების დაწყება იგეგმება.

,,კომპანიის მხრიდან წყალმომარგების 100-მდე პროექტი უკვე არის  შესრულებული.  ამ ეტაპზე ვემსახურებით 54 ქალაქსა და 314 სოფელს, თუმცა ამ 314 სოფლის გარდა არსებობს 3500 სოფელი საქართველოში. პირველ რიგში იმ დიდ სოფლებში, რომელიც არის სოციალურად დატვირთული  ან ტურისტული ზონა, სადაც წყლის ქსელი  ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, შევდივართ და ვითარებას ვსწავლობთ, რომ პრობლემები მოვაგვაროთ.  გარდ ამისა, დიდი ქალაქებში სადაც გვაქვს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები ვცდილობთ, რომ  ირგვლივ მდებარე სოფლებიც  გარკვეულ სათავე ნაგებობებს დავაკავშიროთ.  ვგეგმავთ  სამუშაობის დაწყებას დაბა სურამში, ხარაგაულში, აბასთუმანში, ანასეულში და იმ სოფლებში, სადაც წყალმომარაგების კუთხით ძალიან მძიმე მდგომარეობაა’’-განაცხადა ეკატერინე გალდავამ გადაცემა  ,,საქმიანი დილის“ პირდაპირ ეთერში.

კომპანიის დირეტქორმა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამომავლო პროექტების ძირითადი ნაწილი სოფლების წყალმომარაგებას ითავლისწინებს.

,,დღეის მდგომარეობით   23 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. გარდა ამისა  60-ზე მეტი სამომავლო პროეტქები, რომელიც 2019-2020 შია დაგეგმილი ძირითადად სოფლების წყალმომარაგებას ითვალისწინებს. ახლა დავიწყეთ   მარნეულის წყალმომარაგების პროექტი, ასევე დავიწყებთ მარნეულის და მესტიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობასა და ბაკურიანი-მიტარბის საპროექტო სამუშაოების შესწავლას.

 
გარდა ამისა, ურეკში  მთლიან ინფრასტქურტურას ვაკეთებთ, ურეკის წყალარინების გამწმენდი ნაგებობა თითქმის მზადაა, გვყავს ქართველი კონტრატქოტი კომპანია,რომელიც საკამოდ წარმატებით ახორციელებს სამუშაოებს და სექტემბერში  სამუშაოების ძირითად ნაწილს დავასრულებთ.   ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, რაც უფრო სწრაფად და ხარისხიანად დავასრულებთ პროექტებს ეს იქნება კარგი არა მარტო ჩვენი კომპანიისთვის, პირველ რიგში ჩვენი მოსახლეობისთვის“-განაცხადა ეკატერინე გალდავამ.

 

(R)