ოკუპანტების მიერ სოფელ ყარაფილადან გატაცებული ორი პირი გაათავისუფლეს

2019-03-14 19:14:47
103

ოკუპანტების მიერ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილადან გატაცებული ორი პირი გაათავისუფლეს. ისინი შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გადაიყვანეს. 

ცნობისთვის: ოკუპანტებმა კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ალან მარგიშვილი და გიორგი ჩიტიშვილი გუშინ  დე ფაქტო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.