„ოკუპანტების“ შესახებ საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტის წარმომადგენლის განცხადებას რუსეთის კულტურის სამინისტრო შეისწავლის

2019-03-14 19:00:44
297

რუსეთის კულტურის მინისტრმა ვლადიმირ მედინსკიმ ქვეშევრდომებს „ოკუპანტების“ და მოსკოვში დაგეგმილი გასტროლების შესახებ საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტის წარმომადგენლის განცხადების შესწავლა დაავალა.

„მე ვნახე ეს ინფორმაცია და უკვე გავეცი დავალება, გადამოწმდეს, შეესაბამება თუ არა იგი სიმართლეს, ვნახოთ... ჯერ შევამოწმოთ, რა იყო იქ და როგორ“, – განუცხადა რუს ჟურნალისტებს მედინსკიმ.

საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტი 10 აპრილიდან რუსეთის მასშტაბით ტურნეს დაწყებას გეგმავს.


კონცერტები რადენიმე ადგილზე, მათ შორის კრემლშია დაგეგმილი.

დასის ხელმძღვანელმა გელა ფოცხიშვილმა რუსეთის მთავარ სცენაზე გამოსვლას "პატრიოტული ნაბიჯი" უწოდა და განაცხადა, რომ მისი კოლექტივი მოსკოვში „არა ვინმეს გასართობად, არამედ ოკუპანტებისთვის იმის საჩვენებლად მიდის, რომ ჩვენ ვერ გაგვტეხენ“.