ბოკერია – ზალკალიანს: „საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში ელჩებსს რომ დანიშნავთ, მერე მოგვახსენეთ თქვენი გეგმები კოსმოსის მილიტარიზაციაზე“

2019-03-14 18:18:36
134

„ევროპული საქართველოს” წევრმა გიგა ბოკერიამ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რიგ ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთში ელჩების დანიშნვის პროცესის გაჭიანურების გამო გააკრიტიკა.

“დოკუმენტში ძალიან ვრცლად გიწერიათ საფრანგეთის მნიშვნელობაზე, მასთან ორმხრივ ურთიერთობაზე, შექმნილია სპეციალური დიალოგი... ხომ ვერ მეტყვით, ვინ არის საფრანგეთში საქართველოს ელჩი? ამ დოკუმენტში გიწერიათ, რომ ფოკუსირებას აპირებთ კოსმოსის აქტიურ მილიტარიზაციაზე და შვიდი თვეა საფრანგეთში ელჩს რომ ვერ ნიშნავთ, მანდ რას აპირებთ?! კოსმოსის მილიტარიზაციაზე რა პოზიცია გაქვთ - მონაწილეობის მიღებას აპირებთ კოსმოსის მილიტარიზაციაში თუ მილიტარიზაციის წინააღმდეგ? [...]რვა თვის შემდეგ საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში ელჩს რომ დანიშნავთ, მერე მობრძანდით და კოსმოსის მილიტარიზაციაზე მოგვახსენეთ თქვენი გეგმები“, – მიმართა ბოკერიამ ზალკალიანს.

ცნობისთვის: დღეს დავით ზალკალიანმა საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია წარადგინა.