ამოღებული ორგანოები და სოხუმის იზოლატორში ეტაპირება - ახალი კითხვები ირაკლი კვარაცხელიას საქმეში

2019-03-14 18:12:58
326

გალის რაიონის 29 წლის მკვიდრის, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საქმეში კითხვები ყოველდღიურად მატულობს. ამას, მათ შორის, სხვადასხვა ოფიციალური თუ არაოფიციალური წყაროების ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები უწყობს ხელს.

ახალი კითხვები უპირველესად, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტეროტორიაზე გადმოსვენებული ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის პირველადმა დათვალიერებმა გააჩინა, რომლის დროსაც გაირკვა, რომ სხეულიდან შინაგანი ორგანოები ამოებული იყო და შემდეგ ჩაბრუნებული.

რას ამბობენ პირველადი დათვალიერების შედეგად დამოუკიდებელი ექსპერტები

რა დროს და ვის მიერ განხორციელდა ეს ყველაფერი – ეს პირველი ახალი პასუხგაუცემელი კითხვაა.

გუშინ აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახური ავრცელებდა ინფორმაციას, რომ „ჯანდაცვის სამინისტროს სასამართლოსამედიცინო ექსპერტიზამ სიკვდილის არაძალადობრივი ხასიათი დაადასტურა“.

რუსეთის სასაზღვრო ძალების სამმართველოს წარმომადგენელი კი ირწმუნებოდა, რომ დასკვნა არაძალადობრივი სიკვდილის შესახებ ირაკლი კვარაცხელიას თვითმკვლელობის მცდელობის გამო სოფელ ნაბაკევიდან რუსულ სამხედრო ბაზაზე გამოძახებულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების რიგითმა ექიმებმა შეადგინეს, რომლებმაც ახალგაზრდას გადარჩენა ვერ მოახერხეს და მისი გარდაცვალების ფაქტი დააფიქსირეს. სხვა რაიმე დამატებითი ექსპერტიზის შესახებ მას არაფერი უთქვამს.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩატარებული პირველადი დათვალიერების შედეგად ცხედარზე ვერ აღმოაჩინეს რაიმე სხვა ხილული დაზიანებები, ყელის არეში მცირე ნაჭდევების გარდა, - ასეთია დამოუკიდებელი ქართველი ექსპერტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია .

ამის მოსმენა საკმაოდ მოულოდნელი იყო 12-13 მარტს გალის რაიონის მაცხოვრებლების მიერ სხვადასხვა ჟურნალისტებისთვის მიწოდებული იმ ინფორმაციების ფონზე, რომ ირაკლი კვარაცხელია ნაცემი იყო და ნაწამები.

თუმცა პირველადი დათვალიერების შედეგები ჯერ დიდზე არაფერზე მეტყველებს, საბოლოო პასუხები კითხვებს – ჰქონდა თუ არა ადგილი დაკითხვისას ელექტროშოკის გამოყენებას, სიცოცხლისდროინდელია თუ სიკვდილისშემდგომი ყელის არეში აღმოჩენილი ნაჭდევები, რა იქცა საბოლოოდ გარდაცვალების მიზეზადლაბორატორიულმა ექსპერტიზამ უნდა გასცეს, რომლის შედეგები სავარაუდოდ, მხოლოდ 2–3 კვირაში გახდება ცნობილი.

ამასთან, ცენტრ „ემპათის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი განმარტავს, რომ ადამიანის წამება შეიძლება, იყოს როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური და მის დასადგენად ასევე კომპლექსური კომისიური ექსპერტიზაა საჭირო. 

კითხვის ნიშნები გარდაცვალების ადგილთან დაკავშირებით

მეორე ახალი კითხვა ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ადგილთან დაკავშირებით გაჩნდა.

12 მარტს და 13-შიც აფხაზური დე ფაქტო უშიშროება და რუსეთის სასაზღვრო სამმართველო ავრცელებდნენ იდენტურ ინფორმაციას – რომ სასაზღვრო სამმართველოს დაკითხვის ოთახში მარტოდ დატოვებულმა კვარაცხელიამ (საკუთარი მაისურით) თავის ჩამოხრჩობა სცადა და ჯერ სამმართველოს თანამშრომლების, ხოლო შემდეგ ნაბაკევიდან ოპერატიულად გამოცხადებული მედიკოსების მცდელობების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თუმცა გარდაცვლილის ნათესავებისგან გუშინ, დღის მეორენახევარში გაჟონა ინფორმაციამ, რომლის თანახმად, ირაკლი კვარაცხელიას, რომელიც განსაკუთრებით მყარი ჯანმრთელობით არ გამოირჩეოდა, დაკითხვისას გულის შეტევა დაემართა, რის შემდეგაც განხორციელდა დაკავებულის ეტაპირება სოხუმის იზოლატორში.

რომელი ვერსია შეესაბამება სიმართლეს – ჯერ გაუგებარია. თუმცა თუ მეორე, მაშინ გასარკვევი იქნება შემდეგიც: