„საქართველოს უფლება აქვს, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები“

2019-03-14 16:27:34
676

ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ოკუპირებულ აფხაზეთში ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ  ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

„ნატო-ს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მიმართ ძლიერია. რა თქმა უნდა, ამაში იგულისხმება საქართველოს უფლება, დაიცვას თავისი მოქალაქეები. ამ შემთხვევის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ვხედავთ, რომ რუსეთი  არღვევს საქართველოს ინტეგრაციას ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების აღიარებით. გარდა ამისა, გამუდმებით წევენ საოკუპაციო ხაზს, ასევე ვხედავთ სხვა აგრესიულ ქმედებებს საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ. ამდენად, ეს არის მაგალითი, რატომაც უჭერს ნატო საქართველოს მხარს,“- განაცხადა სტოლტენბერგმა ქართველი ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ.