ზალკალიანი - კრიტიკულ ანგარიშზე: "ეს არა აშშ-ის, არამედ არასამთავრობოების და ოპოზიციის შეფასებების კომპილაციაა“

2019-03-14 14:05:40
340

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ადამიანის უფლებათა შესახებ აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2018 წლის კრიტიკულ ანგარიშს ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს დოკუმენტი „საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების შეფასებების კომპილაციაა“.

„ჩვენთვის ამერიკელი პარტნიორების რეკომენდაციები არის გასათვალისწინებელი და ყოველთვის ვითვალისწინებთ, მაგრამ მინდა, ყურადღება მივაქციოთ, რომ ეს არის ანგარიში, რომელშიც არ გვაქვს შეფასება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან; ეს არის ანგარიში, რომელშიც არის წარმოდგენილი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების შეფასებების კომპილაცია“, – განუცხადა ჟურნალისტებს ზალკალიანმა.