თემურ აბაზოვი მარნეულის მერიისაგან განაცდურ ხელფასს ითხოვს

2019-03-14 11:18:24
120

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი, რომელსაც ჯგუფურად ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობასა და პირადი ინფორმაციის ხელყოფაში ადანაშაულებენ, განაცდურ ხელფასს – 32 000 ლარს ითხოვს, – იუწყება „რადიო მარნეული“.

მისივე ცნობით, შესაბამისი განცხადება ცნობის სახით საკრებულომ 13 მარტს გამართულ სხდომაზე მიიღო.

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი პროკურატურამ 13 ივნისს დააკავა. 14 ივნისს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აბაზოვს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით, 157-ე მუხლის პირველი პრიმის პირველი და მეორე ნაწილით აქვს წაყენებული, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერდამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას; პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გადაღება-გავრცელების ორგანიზებას გულისხმობს. 

გასული წლის დეკემბერში თემურ აბაზოვი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.