„აფხაზეთში სომხური ეკლესიები რუსეთის მიტროპოლიტის დაქვემდებარებაშია, რაც ჩვენი ტერიტორიული სუვერენობის ძალიან დიდი დარღვევაა“

2019-03-14 13:01:17
251

სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა  სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ არარატ მირზოიანთან შეხვედრისას ოკუპირებულ აფხაზეთში  სომხური ეკლესიების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, „აფხაზეთში სომხური ეკლესიები რუსეთის მიტროპოლიტის დაქვემდებარებაშია, რაც, კანონის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული სუვერენობის ძალიან დიდი დარღვევაა“.

„ჩვენც თქვენსავით ვთვლით და ეს ჩვენი ურყევი პოზიციაა, რომ კონფლიქტების გადაწყვეტა შეიძლება, მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით. ჩვენ ამ პოლიტიკის ურყევი მიმდევრები ვართ, არ ვცვლით მას და არ გვგონია, არსებობდეს სხვა ალტერნატივა ამ რეგიონში. ყველაფერი, რაც ამძაფრებს ამ კონფლიქტებს და უფრო რთულს ხდის მათ გადაწყვეტას, ჩვენი რეგიონის ინტერესების წინააღმდეგ მიდის“,  – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.