ვიდეო ▶ "ბედი ქართლისა": კრიტიკის ქარ-ცეცხლი და სტურუას პასუხი კრიტიკოსებს

18 March, 2019   1 თვის 4 დღის წინ
491

12 მარტს შოთა რუს­თა­ვე­ლის სახელობის თე­ატ­რში, ქარ­თუ­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რიზ­მის 100 წლის იუ­ბი­ლე­სად­მი მი­ძღვნილ სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მი­სულ ქარ­თველ და უცხო­ელ სტუმ­რებს რო­ბერტ სტუ­რუ­ას სპექ­ტაკ­ლი "ბედი ქარ­თლი­სა" წა­რუდ­გი­ნეს.

ალ­ბათ, სტუ­რუ­ას არ­ც ერთ დადგმას არ მოჰ­ყო­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან იმ­დე­ნი ნე­გა­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბა, რამდენიც "ბედი ქარ­თლი­სას"... რე­ჟი­სო­რი მწვა­ვედ გა­აკ­რი­ტი­კეს კრი­ტი­კო­სებ­მაც და ინ­ტერ­ნეტ-­მომ­ხმა­რებ­ლებ­მაც, რომლებმაც სპექ­ტაკლს "სკო­ლის ბან­კე­ტის­თვის დად­გმუ­ლი სამარცხვინო წარ­მოდ­გე­ნა" უწო­დეს.

 

თავად რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი კრიტიკას "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე "პოს­ტითა" და უჩ­ვე­უ­ლო სელ­ფით გა­მო­ეხ­მა­უ­რა:

“ყვარ­ყვა­რეს” გამო და­ჭე­რით მე­მუქ­რე­ბოდ­ნენ;

“კავ­კა­სი­უ­რის” გამო - მხსნიდ­ნენ;

“რი­ჩარ­დმა” ანო­ნი­მუ­რი წე­რი­ლე­ბი გაგ­ზავ­ნა მოს­კოვ­ში, ЦК-ში და КГБ-ში;

“ლურ­ჯი ცხე­ნე­ბი” - ამიკ­რძა­ლეს;

ინ­ტერ­ვიუ გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე და - “თა­ვი­სუფ­ლე­ბის” ბე­ლად­მა, ვინ­მე სოვ­და­გარ-სა­ა­კამ გა­მაგ­დო;

“არა­ის­ტო­რი­ულ­მა ამ­ბავ­მა” - ვი­თომ აღ­შფო­თე­ბუ­ლი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი და­ამ­შვი­და და ბედ­ნი­ე­რებ­მა ია­რაღს სტა­ცეს ხელი და ნა­ცე­ბის და”თა­ვი­სუფ­ლე­ბის” ბრძა­ნე­ბით მე, უნი­ჭო და გახ­რწნი­ლი რე­ჟი­სო­რი კე­დელ­თან მი­მაბ­ჯი­ნეს და გემ­რი­ე­ლად დ ა მ ხ ვ რ ი ტ ე ს!

ჩემო ცა­ფი­რუზ­ზურ­მუხ­ტო, ტკბი­ლად გა­აგ­რძე­ლე უბად­რუ­კი ძილი!" - წერს სტუ­რუა "ფე­ის­ბუქ­ზე".