Facebook-მა თავის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური შეფერხება განიცადა

2019-03-14 11:45:52
115

Facebook-მა თავის ისტორიაში ყველაზე დიდი ტექნიკური შეფერხება განიცადა. პრობლემის მასშტაბების შესახებ BBC წერს.  

13 მარტს,  სოციალური ქსელი მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებელთა ნაწილისათვის ხელმიუწვდომელი იყო. პრობლემა შეექმნა როგორც თავად Facebook-ს, ისე მის სხვა აპლიკაციებს.

ხარვეზი საკმაოდ ფართო იყო: Facebook-ის მომხმარებლებს არ შეეძლოთ პოსტების განთავსება და გაზიარება თავიანთ გვერდებზე, ასევე კომენტარების დაწერა. Instagram-ის მომხმარებლები კი თავიანთ გვერდებს ვერ ანახლებდნენ. Messanger-ის შემთხვევაში, ადამიანებს მოკლეტექსტური შეტყობინებების გაგზავნა, დიდწილად, შეეძლოთ, თუმცა პრობლემა სურათებისა და ხმოვანი შეტყობინებების შემთხვევაში შეიქმნა. ასეთივე პრობლემები ჰქონდა Whatsapp-საც.

სოციალური ქსელის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გუშინ დაფიქსირებული ხარვეზები კიბერთავდასხმას არ უკავშირდებოდა.

Facebook–ი ამჟამადაც შეფერხებით მუშაობს.