„რუსებს სურდათ, სრულიად გიჟად ვეჩვენებინე“

2019-03-13 14:56:30
1218

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მის შესახებ ბევრი ფილმია გადაღებული, თუმცა მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, როგორც წარმოაჩენენ ან რას დაწერენ მასზე. ამის შესახებ მან უკრაინულ ინტერნეტგამოცემა „გორდონთან“ ინტერვიუში ისაუბრა. ჟურნალისტი დაინტერესდა, სააკაშვილის შესახებ მხატვრული ფილმი რომ გადაეღოთ, რა ერქმეოდა.

„ჩემს შესახებ უკვე რამდენიმე ფილმია გადაღებული, მაგალითად, პუტინმა გადაიღო ჩემსა და ტიმოშენკოს შესახებ ფილმი. ამერიკელებმა გადაიღეს ჰოლივუდური ბლოკბასტერი, სადაც ჩემს როლს მსახიობი ენდი გარსია ასრულებს. რუსებს უნდა გადაეღოთ კიდევ ერთი ფილმი, სადაც ჩემი როლი ნიკოლას ქეიჯს უნდა შეესრულებინა, თუმცა ბოლო მომენტში ქეიჯმა უარი თქვა, რადგან მათ სურდათ, სრულიად გიჟად ვეჩვენებინე.

ფილმი ბევრია, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, როგორ მაჩვენებენ და საერთოდ, რა დაიწერება ჩემზე. ამას გულწრფელად გეუბნებით. ჩემთვის მთავარია, დღესვე ვნახო შედეგები. რა მნიშვნელობა აქვს, რას დაწერენ ჩემზე. მაინც ვერ წავიკითხავ და ვერც ვნახავ. მინდა, დღესვე, თქვენთან ერთად ვნახო შედეგები, დავტკბე ამ შედეგებით და დავიწყო ახალი შედეგების მიღწევა. ამაშია ცხოვრების არსი – საჭიროა მოძრაობა, არსებობისთვის, შედეგებისთვის ბრძოლა და იმისთვის, რომ სწორად გამოვიყენოთ ჩვენი დრო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.