კალაძე მეტრო „ავლაბარში“ მიმდინარე სამუშაოებით უკმაყოფილოა

2019-03-13 11:58:56
77

დედაქალაქის მერ კახა კალაძისთვის მეტრო „ავლაბრის“ რეაბილიტაციის დიზაინით უკმაყოფილოა.

„მთავრობის ყველა სხდომაზე მიწევს საუბარი, რომ აუცილებელია ტრანსპორტის განახლება, მოწესრიგება. თუმცა, ამას გარდა, აუცილებელია ასევე მეტროსადგურების განახლება-რეაბილიტაცია. არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება იმას, რაც ჩვენ გვინდა. გუშინ ვიყავი მეტრო „ავლაბარში“, სარეაბილიტაციო სამუშაოები დავათვალიერე. არ ვიცი, გულწრფელად გეტყვით, ამ ფორმით სამუშაოების წარმოება, ამ დიზაინით, ჩემთვის და ვინც ნახავს ამას, კატეგორიულად მიუღებელია.

არ ვსაუბრობთ კოსმეტიკურ შეკეთებაზე, რასაც გავაკეთებთ, ათეულობით წელს უნდა გაუძლოს. შესაბამისად, არსებული პროექტები, რომელიც არის, ყველა გადასახედია. ჩემი თხოვნა იქნება, სატრანსპორტო კომპანიასთან ერთად გაიაროთ ეს თემა და მაქსიმალურად მაღალ დონეზე იყოს გაკეთებული პროექტი“, – განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.