ევროპარლამენტი რუსეთს ევროკავშირის სტრატეგიულ პარტნიორად აღარ თვლის

2019-03-12 18:22:43
162

ევროპარლამენტის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუცია, რომლის თანახმად, რუსეთი ევროკავშირის სტრატეგიულ პარტნიორად ვეღარ ჩაითვლება. მიზეზად ყირიმის ანექსია, უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტში "პირდაპირი და ირიბი" მონაწილეობა, ასევე საქართველოს და მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაა დასახელებული.

რეზოლუცია ევროპარლამენტარებმა რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების შესახებ მოხსენების საფუძველზე მიიღეს, რომელიც რუსეთისადმი მთელ რიგ პრეტენზიებს შეიცავს. მასში, კერძოდ, ნახსენებია სოლსბერიში მამა-შვილ სკრიპალების მოწამლვის, კიბერშეტევების და ევროკავშირის შიგნით არსებულ “პოპულისტურ ძალებთან” რუსეთის სავარაუდო კავშირების ფაქტები.

გარდა ამისა, მოხსენების ავტორები ყურადღებას ამახვილებენ რუსეთში ოპოზიციონერი აქტივისტებისა და უფლებადამცველების დევნაზე.

როგორც ევროპარლამენტში აღინიშნა, რუსეთთან ურთიერთობებში უწინდელი მდგომარეობის დაბრუნება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს.

ამასთან, ევროპარლამენტი იმედს გმოთქვამს, რომ რუსეთი ევროპის საბჭოს არ დატოვებს.