თბილისი მოსკოვის მუქარას ნატო-ს წვრთნებით პასუხობს

2019-03-12 17:22:53
1233

18 მარტს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) “ნატო-საქართველოს სწავლება 2019” გაიხსნება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინფორმაციით, ეს  ბრიგადის დონის პირველი ერთობლივი მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალები უხელმძღვანელებენ.

ვრთნები მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებასა და საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას.

ამასთანავე, სწავლება, გამოცდის ალიანსის Non Article 5 კრიზისებზე რეაგირების ყოვლისმომცველ მიდგომას

Non Article 5 გულისხმობს NATO- წევრი ქვეყნების სამხედრო და სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციების კოოპერაციას არაწევრი ქვეყნის სამხედრო და სამოქალაქო ორგანიზაციებთან.

როგორც ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი განმარტავს, არის მთელი რიგი კრიზისებისა, მაგალითად, ჰუმანიტარული სახის, რომელიც ნატო მხრიდან რეაგირებას საჭიროებს, მაგრამ ის შესაძლოა, არ ხვდებოდეს ნატო ცნობილ მეხუთე მუხლში და დაანონსებული წვრთნის მიზანიც მსგავსი სახის კრიზისებისთვის მომზადებაა.

პროცესში ჩართულნი იქნებიან საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რაც ხელს შეუწყობს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავებას.

სწავლების ფარგლებში საქართველოს ეწვევა ნატო- გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რომელიც 25 მარტს JTEC- მოინახულებს. 28 მარტს კი გაიმართება საჩვენებელი დღე მაღალი დონის სტუმრებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის, ასევე პრესკონფერენცია.

ეს ნატო-საქართველოს რიგით მეორე სწავლებაა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ტარდება. პირველი ერთობლივი სწავლება 2016 წელს გაიმართა.

პირველადნატო-საქართველოს სწავლება 2019”-ის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს უხელმძღვანელებს საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბი JTEC-თან ერთად. ქართულ მხარეს სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში მენტორობას უწევს ნატო- ტრანსფორმაციის სარდლობა (ACT), ნატო- სახმელეთო ჯარების სარდლობა (LANDCOM) და გაერთიანებული წვრთნების ცენტრი (JFTC).

თუ 2016 წლის სწავლებაში 14 ქვეყანა მონაწილეობდა, წლევანდელ სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს 24: ალბანეთი, ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, გერმანია, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, გაერთიანებული სამეფო, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, აშშ, აზერბაიჯანი, საქართველო, შვედეთი.

სწავლებაში ასევე აქტიურად არიან ჩართული საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები: “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი” (ICRC), გაერო- სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტი (DPKO) და გაეროს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO, დამკვირვებელი).

რუსეთმა ნატო–საქართველოს წვრთნებთან დაკავშირებით საკუარი უკმაყოფილება უკვე გამოხატა, თანაც ამჯერად - მუქარის ფორმით. ერთმანეთის მიყოლებით განცხადებები თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა  გააკეთეს.

თუმცა ანალიტიკოს ზურაბ ბატიაშვილის შეფასებით, კრემლის უკმაყოფილება არ არის საკმარის არგუმენტი საიმისოდ, რომ საქართველომ ნატოს–თან დაახლოების პროცესი შეწყვიტოს. მისივე აზრით, საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის ნატო-ს ალტერნატივა არ აქვს:

შიშით საგარეო პოლიტიკას ვერ წარვმართავთ. კრემლის შიშით სუნთქვის შეწყვეტა გონივრული გადაწყვეტილება ვერ იქნება. კრემლში რაც არ უნდა აპროტესტონ, ჩვენი სუვერენული უფლებაა, გავწევრიანდეთ ისეთ გაერთიანებებში, რომელიც ყველაზე უკეთ შეესაბამება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ასეთი კი ჩრდილოატლანტიკური ალიანსია და მისი ალტერნატივა არ არსებობს“ - განუცხადა «აქცენტს» ბატიაშვილმა.

მისივე აზრით, საქართველოსთვის მთავარი ნატო–სთან თავსებადობაა, რაც პრაქტიკულ დონეზე წვრთნებით მიიღწევა:

მსგავსი წვრთნები მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ არა მხოლოდ პრაქტიკულ დონეზე ვიცოდეთ, რას ნიშნავს ნატო ქმედებები, არამედ უშუალოდ ვიყოთ მისი მონაწილენი. მართალია, საერთაშორისო ვითარება ისეთია, რომ დღეს ვერ ხერხდება საქართველოს ნატოში გაწევრიანება. მაგრამ როდესაც ეს დღე დადგება, ჩვენ მას მზადყოფნაში უნდა შევხვდეთ ამ ყველფრის სწავლაზე შემდეგ აღარ უნდა დავკარგოთ დრო“.