"ლელობურთს" არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

2019-03-12 17:08:53
81

ლელობურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „ლელო“ უძველესი ქართული სიტყვაა და ძალით გადატანას ნიშნავს. „ლელობურთი“ ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთში ყოველი წლის გაზაფხულზე, აღდგომის დღესასწაულზე იმართება. 

ტრადიცია ერთხელ, 1989 წელს მაშინ დაირღვა, როდესაც „ლელობურთი“ გურიის საზღვრებს გასცდა და სოფლის სასაფლაოს ნაცვლად, 9 აპრილს დაღუპულთა სულის პატივსაცემად თბილისში ჩამოიტანეს. 

თამაშს გურულები 1854 წლის „შუხუთფერდის’’ ისტორიულ ბრძოლას უკავშირებენ, რომელიც ნიგოითის ბრძოლის სახელითაა ცნობილი და რუსეთ-თურქეთის ომის დროს 1854 წელს გაიმართა.