"აფხაზი კოლაბორაციონისტის" მძიმე ხვედრი: რატომ არ აღიქვამენ ადა მარშანიას სერიოზულად არც სოხუმში, არც მოსკოვში

2019-03-12 16:46:51
672

ადა მარშანიას განცხადებებმა აფხაზების ნაწილის ყურადღება მიიპყრო, თუმცა გამოხმაურებები უმთავრესად სარკასტულია.

საუბარია «პატრიოტთა ალიანსის» წევრი დეპუტატის მიერ გასულ კვირას, ხმაურიანი საპარლამენტგანხილვისას გაკეთებულ განცხადებებზე, რომელიც მარშანიამ ტრადიციულად, თავის აფხაზურ ფესვებს გაუსვა ხაზი და ასევე ტრადიციულად შეეცადა, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია და ქვეყნის გამთლიანება ურთიერთგამომრიცხავ მიზნებად წარმოეჩინა.

მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ: სადღეისოდ აფხაზეთში 60 000 ქართველი, 70 000 აფხაზი და უკვე 80 000–ზე მეტი სომეხი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს; დღეს ბუნებროვი მოვლენაა სომხურ–აფხაზური და არა ტრადიციული – ქართულ–აფხაზური ოჯახები. ამ დარბაზში ყველამ იცით, რომ დერეფნებში და კულისებს მიღმა ლაპარაკობენ, «მოდით, გავუშვათ სოხუმი და ცხინვალი და ეს ბედნიერებას მოგვიტანს, რადგან ამის შემდეგ ნატოში შევალთო»...მე ადა მარშანია ვარ - აფხაზი, სოხუმში დაბადებული და გაზრდილი და ვგრძნობ, რომ ქართველებს ჩემი გაონება არ სურთ. თუ ჩემი გაგონება არ გსურთ – აფხაზის, რომელსაც მთელი გულით სურს საქართველოს გამთლიანება, მაშ როგორ იპოვით საერთო ენას იმ აფხაზებთან, რომელთაც საქართველოში დაბრუნება და ქვეყნის გაერთიანება არ სურთ?!“,– განაცხადა ადა მარშანიამ, რომელსაც მსგავსი შინაარსის განცხადება ადრეც არაერთხელ გაუკეთებია.

სარკაზმს, რომელიც მარშანიას განცხადებებმა აფხაზეთში გამოიწვია, ორი ძირითადი საფუძველი აქვს. მათგან პირველი იმაში მდგომარეობს, რომ ნაწილობრივ აფხაზური ფესვების მიუხედავად, ადა მარშანიას აფხაზეთში აფხაზად არ აღიქვამენ.

ადა მარშანია აფხაზეთში დიდი ხანია, დაივიწყეს. ამასთან, აფხაზურ საზოგადოებაში სადღეისოდ სულ სხვა პრობლემებია აქტუალური – მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები, ნავთობმოპოვება, ანტიკორუფციული კანონმდებლობა...“,– ამბობს მარშანიას განცხადებების საპასუხოდ აფხაზი ჟურნალისტი და ანალიტიკოსი ნუგზარ აგრბა.

ისინი, ვისაც ადა მარშანია ჯერ კიდევ ახსოვს, ადასტურებენ, რომ მისი წინაპარი ბაბუის ხაზით აფხაზი თავადების – მარშანიების შთამომავალი იყო, თუმცა ოჯახის აფხაზური ნაწილის აფხაზურ თვითშეგნებაში დიდი ეჭვი ეპარებათ და ამის დასტურად რიგ ფაქტებს იხსენებენ.

მახსოვს, ქართულ–აფხაზური ომის დაწყებამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე ქალბატონი ადას მამა - ლორიკ ბესარიონის ძე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტი, რომელიც თბილისიდან აფხაზეთში დაბრუნდა, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატად იყრიდა კენჭს და სოხუმში ერთ–ერთ ინტერნაციონალურ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას ემოციურად თქვა: „როგორ გავყო ჩემი თავი ორად? - ჩემს წინაპრებს შორის აფხაზებიც არიან და ქართველებიცო“... და რამდენადაც მახსოვს, ცოლადაც ქართველი ჰყავდა [...]. 1991 წელს ლორიკ მარშანია ოჩამჩირეში იყრიდა კენჭს – ქალაქში, სადაც ქართველებს აფხაზების წინაშე იმხანად დიდი ეთნოდემოგრაფიული უპირატესობა ჰქონდათ. მაგრამ აფხაზებმა, რომელთაც ახსოვდათ, რომ 1978 წელს ლორიკ მარშანიამ საქართველოს კომუნისტური პარტიის აფხაზური საოლქო კომიტეტის იდეოლოგიური მდივნის რანგში სახელი გაითქვა ე.წ. „130–ის აფხაზური წერილის“ ავტორების დევნით, ყველაფერი გააკეთეს, რომ იგი 1991 წლის აფხაზური პარლამენტის შემადგენლობაში არ აერჩიათ. შემდეგ იყო ომი და ლორიკ მარშანიას როლი ამ ომში ყვეასთვის არის ცნობილი. 2010 წელს მამის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ აფხაზური კოლაბორაციონიზმის დროშა მისმა ქალიშვილმა ადამ გადაიბარა, თუმცა უკვე მრავალი წელია, მის ირგვლივ ამ საქმეში არც ერთი თანამოაზრე არ შეიმჩნევა“,– აღნიშნავს ამასთან დაკავშირებით „რადიო თავისუფლების“ ადგილობრივი მიმომხილველი ვიტალი შარია.

რუსი პოლიტოლოგი ვლადიმირ ნოვიკოვი ადა მარშანიას განცხადებებს იმის მორიგ გამოვლინებად მიიჩნევს, რომ «მარშანიების ოჯახი უკვე მეორე თაობაა, პოლიტიკაში გარკვეული როლის შესრულებას ცდილობს, თუმცა ეს არ გამოსდის, ვინაიდან არც რესურსი აქვს, არც პრობლემის აღქმა“:

ქალბატონი ადას მამა – ლორიკ მარშანია ცდილობდა, აფხაზეთში პროქართული ძალების ლიდერად ჩამოყალიბებულიყო, თანაც იმ ძალების, რომლებიც აფხაზებით იყვნენ დაკომპლექტებულები, თუმცა აფხაზურ საზოგადოებაში ვერანაირი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ახლა მისი ქალიშვილი ცდილობს პოლიტიკაში გარკვეული როლის შესრულებას და პრეტენზია აქვს გარკვეულ როლზე არა მარტო ქართულ–აფხაზურ, არამედ ქართულ–რუსულ ურთიერთობებშიც“.

მისივე შეფასებით, თუ ადა მარშანიას ნათქვამიდან «სომხურფობიურ კომპონენტს გამოვრიცხავთ, რომლითაც მან დიდი ხანია, გაითქვა სახელი», ქალბატონი ადა გვთავაზობს ერთგვარ ფორმულას: საქართველო უარს ამბობს ევროატლანტიკურ სოლიდარობაზე, სთანხმდება ერთგვარ სამმხრივ ფორმატს რუსეთი–საქართველო–ნატო, სანაცვლოდ კი მოსკოვისგან აფხაზეთს იღებს.

«მსგავსი იდეების ლობირებას იგი ჯერ კიდევ 2017 წლის ზაფხულში, მოსკოვში ვიზიტის დროს ცდილობდა, თუმცა სრულიად ნათელია, რომ მსგავსი იდეების არც ლობირების და მით უფრო არც რეალიზებისთვის რესურსი არ გააჩნია: უპირველესად, მას არ აქვს გავლენიანი მხარდაჭერა ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტსა და საზოგადოებაში და არც აფხაზურ საზოგადოებაში გააჩნია რაიმე მეტ–ნაკლებად მნიშვნელოვანი კავშირები. შესაბამისად, არ უნდა მივანიჭოთ ზედმეტი მნიშვნელობა არ მის მოსკოვში ვიზიტებს: რაც არ უნდა იყოს, რუსული პოლიტიკური ელიტა დიდწილად საკმაოდ საღად მოაზროვნე ადამიანებით არის დაკომპლექტებული და მისი ერთიანი პოზიცია არ უნდა გავაიგივოთ სახელმწიფო სათათბიროს ცალკეული დეპუტატების სურვილთან, ქალბატონი მარშანია მოსკოვში იხილონ“.

 

იხილეთ ასევე: 

"წინასაარჩევნო პოპულიზმზე იმუნიტეტი გამოგვიმუშავდა" - სოხუმის პასუხი ინაშვილს"

 

ქართველ ანალიტიკოს ზურაბ ბატიაშვილის დაკვირვებით კი, „პატრიოტთა ალიანსი“ რიტორიკა კრემლის ნარატივს იმეორებს.

არავისთვისაა დასამალი, რომ "პატრიოტთა ალიანსი" არის კრემლის პირდაპირი საყრდენი საქართველოში. ებისმიერი საგარეო პოლიტიკური თემა, რასაც ისინი აჟღერებენ, პირდაპირ თანხვედრაშია კრემლის რიტორიკასთან. რა თქმა უნდა, არავინ არაფერს დაგვიბრუნებს, თუ ნატო-ზე უარი ვთქვით. პირიქით, რაც შეგვრჩა, იმასაც წაგვართმევენ თუ მათ დაკრულზე გავაგრძელეთ ცეკვა” - განუცხადა “აქცენტს” ბატიაშვილმა.