განათლების მინისტრი: "უფასო ფაკულტეტები მომავალ წელსაც იქნება"

2019-03-12 16:20:30
139

საქართველოს განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, უფასო ფაკულტეტები მომავალ წელსაც იქნება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მომავალი წლის გაზაფხულზე სამინისტრო უფასო ფაკულტეტების მოდელსა და დაფინანსების საკითხს წარმოადგენს:

„საუბარია უფასო ფაკულტეტების გადახედვაზე და დაფინანსების საჭიროებისამებრ გადანაწილებაზე. წელს არანაირი ცვლილება არ განხორციელდება ამ მიმართულებით. მომავალი წლის გაზაფხულის ბოლოს, რეფორმის დანარჩენ ნაწილთან ერთად კონკრეტულად წარმოგიდგენთ, როგორ შეიცვლება დაფინანსების მოდელი და უფასო ფაკულტეტების მოდელი. ამასთან, უფასო ფაკულტეტები მომავალ წელსაც იქნება“. 

ცნობისთვის: განათლების მინისტრმა თებერვალში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უწყება უფასო ფაკულტეტების გასაუქმებლად ყველაფერს გააკეთებდა.