გლდანის რაიონში რვა მისამართზე ფიტნეს ზონა მოეწყო

2019-03-12 15:51:15
167

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, თანამედროვე ტიპის ფიტნეს ზონები ეწყობა.

ფიტნეს ზონები ამჯერად, რვა მისამართზე - ლიბანის ქუჩა N1-ში, გლდანის ხევის N1 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, გმირ კურსანტთა II შესახვევის N3-ში, გლდანის მე-2 მიკრორაიონის N24-24ა-24ბ-ში, მე-8 მიკრორაიონის N29-ში, I მ/რ-ის N3ბ და მუხიანის მე-4 ა მ/რ-ის N17ა კორპუსებთან, გლდანის მე-3 ა მ/რ-ის N23-24 კორპუსების მიმდებარედ განთავსდა.  

პროექტის ფარგლებში, სპორტულ სივრცეში კაუჩუკის საფარი დაიგო, ტერიტორია გადაიხურა და  სხვადასხვა დატვირთვის ტრენაჟორი დამონტაჟდა.

სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯეო პარკი“ ახორციელებს, გამგეობის ბიუჯეტიდან 127 434 ლარი დაიხარჯა.  

(R)