ირან-აზერბაიჯანის საზღვარზე მორიგი შეიარაღებული ინციდენტი მოხდა

2019-03-12 14:17:43
390

ირან-აზერბაიჯანის საზღვარზე მორიგი შეიარაღებული ინციდენტი მოხდა 

აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სასახურის ცნობით, ღამით აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა სოფელ ოსთაირის სიახლოვეს შეიარაღებულ პირთა ჯგუფი შენიშნეს, რომელიც ირანის მხრიდან სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთას ცდილობდ.

ექვსმა დამრღვევმა შეჩერების შესახებ მესაზღვრეების ბრძანება არ შეასრულა და ცეცხლი გახსნა. საპასუხო ცეცხლის შედეგად ერთ-ერთი მათგანი იქნა ლიკვიდირებული, დანარჩენებმა ბარგი მიატოვეს და ირანულ მხარეზე დაბრუნდნენ. ადგილის დათვალიერებისას ჰეროინისა და ოპიუმის 4 შეკვრა, ასევე სამონადირეო იარაღი და ვაზნები აღმოაჩინეს. ირანულ მხარეს მომხდარის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა. ადგილზე მივიდა აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელი ელჩინ გულიევი”, - იუწყება აზერბაიჯანული სააგენტო “Turan” სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ეს ბოლო ორი დღის განმავლობაში ირან-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი უკვე მეორე შეიარაღებული ინციდენტია. 10 მარტს ირანული მხრიდან დამრღვევთა გადასვლა აღიკვეთა. ორმხრივი სროლის შედეგად აზერბაიჯანელი მესაზღვრე დაიღუპა.