სასამართლომ "იბერია TV"-ს თანამშრომლების მოთხოვნები დააკმაყოფილა

2019-03-11 17:50:27
111

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა 18 ჟურნალისტის მოთხოვნა და „იბერია TV”-ს მათთვის შრომის ანაზღაურება დაავალა. ჟურნალისტების შრომით უფლებებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავდა.

როგორც ორგანიზაცია იუწყება, სასამართლომ „იბერია TV”-ის დააკისრა 18 თანამშრომელს 2 თვის შრომის ოდენობის კომპენსაცია, 1 კვირის სახელფასო დავალიანება და მასზე დარიცხული პირგასამტეხლო, თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,07%-ის ოდენობით გადაუხადოს.

ცნობისთვის: „იბერია TV“-მ მაუწყებლობა 16 ოქტომბერს შეწყვიტა. ტელეკომპანიაში აცხადებდნენ,რომ ამის მიზეზი გახდა ფინანსური პრობლემები, რომლებიც კომპანიას ხელისუფლებამ შეუქმნა.