წვევამდელი: "სერჟანტის თანდასწრებით ფულს მძალავდნენ, შემდეგ კი ფიზიკურად გამისწორდნენ"

2019-03-11 15:12:56
214

კრწანისის სასწავლო ცენტრის წვევამდელი ქაზიმ გახრამანოვი აცხადებს, რომ სერჟანტის თანდასწრებით მას სამხედროები ფულს სძალავდნენ, უარის შემდეგ კი სასტიკად სცემეს.

„პარასკევს ღამის 2 საათზე დაგვიძახეს და ფული მოგვთხოვეს, ეს ყველაფერი სერჟანტ უნდილაძის თვალწინ ხდებოდა. ფულის მიცემაზე უარი ვთქვი და სასტიკად გამისწორდნენ, მცემეს. მეორე დღეს ექიმთან  მივედი და არც კი უკითხავს თვალი რატომ მქონდა ჩალურჯებული",-აცხადებს სამხედრო მოსამსახურე ქაზიმ გახრამანოვი.

დაზარალებული მამა ჰყვება, რომ მას შვილი დღეს დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა. კრწანისის სასწავლო ცენტრში მისულს კი შვილი თავლებჩალურჯებული დახვდა:

„მე ჩემი შვილი ქვეყნის დასაცავად გავუშვი, ის კი სასტიკად ნაცემი და თვალდალურჯებული დამიბრუნდა. შვილმა დღეს დამირეკა. მივედი და საზარელი სურათი დამხვდა. ბავშვი ნაცემი იყო. ეს როდემდე უნდა გაგრძელდეს. ეს რა არის, კრიმნალური სამყარო თუ ჯარი?“.

არც სასწავლო ცენტრში და არც თავდაცვის სამინისტროში წვევამდელის ბრალდებებზე ჯერ–ჯერობით არავის გაუკეთებია კომენტარი.