რუსეთი სამხედრო იარაღის გაყიდვის კუთხით მეორე ადგილზეა

2019-03-11 14:47:11
118

სტოკჰოლმის მსოფლიო პრობლემების შემსწავლელი საერთაშორისო ინსტიტუტის (SIPRI) კვლევის თანახმად, 2018 წლის მონაცემებით, რუსეთი სამხედრო იარაღის გაყიდვის კუთხით მეორე ადგილზეა.

SIPRI–ს ცნობით, პირველ ადგილს იარაღის აშშ იკავებს.

როგორც სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენელი, სამხედრო ხარჯების პროგრამის დირექტორი ოდ ფლორანი აღნიშნავს, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აშშ-მა იარაღი, სულ მცირე, 98 ქვეყანას მიჰყიდა. ექსპორტი სხვადასხვა სახეობის ირაღთან ერთად  საბრძოლო თვითმფრინავებსა და ბალისტიკურ რაკეტებსაც მოიცავდა.