ვახუშტის ხიდზე ხვალ ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

2019-03-09 11:44:48
177

ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 10 მარტს, კვირას, დილის 09:30-დან 11:30 საათამდე ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

"დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან ვახუშტის ხიდის გავლით, სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის" – ნათქვამია განცხადებაში.