ვიდეო ▶ ფილმი „შინდისი“: პირველი თრეილერი გამოვიდა

2019-03-08 14:37:48
301

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი მხატვრული ფილმის „შინდისის“ პირველ თრეილერს ავრცელებს.

ფილმი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში სოფელ შინდისთან დაღუპული 17 სამხედრო მოსამსახურის ისტორიას მოგვითხრობს. ფილმის იდეა „შინდისის“ პროდიუსერ ედმონდ მინაშვილს ეკუთვნის.


საბრძოლო სცენებისთვის მსახიობების 20-კაციანმა შემადგენლობამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე ორკვირიანი მომზადება გაიარა.

ცნობისთვის: „შინდისის“ გადაღებებისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 801 384 ლარი გამოიყო და ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ფილმია.

ამავე თემაზე: 

შინდისელი გმირები