პედაგოგებს ხელფასები გაეზრდებათ

2019-03-08 13:17:04
111

საქართველოს პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ყველა პედაგოგს ღირსეული ანაზღაურება ექნება. 

„ყველა რეგიონში აშენდება და მასშტაბური რეაბილიტაცია მოხდება ყველა სკოლისა და ბაღის. ყველა სასწავლო დაწესებულების პედაგოგს, ეს იქნება ბაღი, პროფესიული სასწავლებელი თუ მეცნიერება, მათი ანაზღაურება იქნება გაზრდილი და ღირსეული. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, პედაგოგის პროფესია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული. ამასთან, ყველაზე უახლოესი სასწავლო მეთოდები დაინერგება და პედაგოგების გადამზადება მოხდება“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.