საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტი კრემლში კონცერტს გამართავს

2019-03-08 10:41:57
264

საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტის მოსკოვში კონცერტს გამართავს. პროგრამას სახელწოდებით "საქართველოს ცეცხლი" ნაციონალური ბალეტის მოცეკვავეები კრემლში 10 აპრილს წარადგენენ.  

ანსამბლის ხელმძღვანელის განცხადებით, ისინი ემიჯნებიან პოლიტიკას, შესაბამისად მათი ვიზიტი რუსეთში და კონცერტი კრემლში, არ არის ნაბიჯი ქვეყნის წინააღმდეგ.

გელა ფოცხიშვილის თქმით, კონცერტი იქნება ოკუპანტისთვის ჩვენება იმის, რა შეუძლია საქართველოს.  

„უნდა ჩავიტანოთ ჩვენი ხელოვნება და აი, ამ ოკუპანტებს უნდა ვაჩვენოთ ჩვენი არმიით რას ვაკეთებთ ჩვენ -  ქართველები, მთელი ჩვენი დასი და ყველა და აქ ჩვენ დიდი პოლიტიკური დატვირთა არ გაგვაჩნია. ჩვენ სახელმწიფოს წინააღმდეგ არ მივდივართ. პირიქით, ეს არის უფრო კარგი. დასი ჩადის არა იმიტომ, რომ გავართოთ ვიღაცა, იმიტომ, რომ ვერ მოგვერევა", - აცხადებს სამეფო ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი გელა ფოცხიშვილი.